პოჩეტინომ სამწვრთნელო კარიერაში ტიტული პირველად მოიგო
პოჩეტინომ სამწვრთნელო კარიერაში ტიტული პირველად მოიგო

მაურისიო პოჩეტინომ, რომელმაც „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა უკვე ტიტულის მოგება მოასწრო. საფრანგეთის თასის ფინალში „მარსელის ოლიმპიკთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში ტიტული პირველად მოიგო. მატჩის შემდეგ პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„10 დღიანი მუშაობის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ჩვენი მთავარი ოპონენტის „მარსელის“ წინააღმდეგ. გულშემატკივრისთვის მთავარი ღირსება და სიამაყეა. ეს კი მხოლოდ ტიტული არ არის, უფრო მეტია. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ მთავარი მიზნისკენ. გუნდი ნელ-ნელა ხვდება რა მოთხოვნები მაქვს, რისთვისაც ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩემს იდეებს მოედანზე განვახორციელებთ და პროგრესი თამაშის ხარისხთან შესაბამისობაში მოვა. ვარჯიშებისთვის ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ მოთამაშეებს ამასთან ადაპტირება მოუწევთ. მათ ეს ტიტული დაიმსახურეს.“

დატოვე კომენტარი