პოჩეტინომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა
პოჩეტინომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა

დიდია იმის ალბათობა, რომ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო ტურინის „იუვენტუსს“ ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ დაწერა იტალიურმა „გაძეტა დელო სპორტმა“.

როგორც ირკვევა, იტალიის ჩემპიონის წარმომადგენლებმა წარმატებული მოლაპარაკებები გამართეს არგენტინელ სპეციალისტთან და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „იუვენტუსმა“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის წასვლის შესახებ.

მიმდინარე სეზონში, „ტოტენჰემი“ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით მეოთხე ადგილზე გავიდა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, სადაც 1 ივნისს „ლივერპულს“ შეხვდება.