პოჩეტინომ განმარტა, როგორ ფეხბურთს ითამაშებს პსჟ მისი მწვრთნელობის პერიოდში
პოჩეტინომ განმარტა, როგორ ფეხბურთს ითამაშებს პსჟ მისი მწვრთნელობის პერიოდში

პარიზული გრანდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებენ მისი შეგირდები.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელობა“, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს პარიზული გრანდის პრესსამსახური, – „მოუთმენლად ველოდები, როდის შევუდგები მუშაობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებთან.

ამ გუნდს ფანტასტიკური პოტენციალი აქვს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა მატჩში ამ შესაძლებლობების მაქსიმუმი მივიღოთ.

ჩვენი სამწვრთნელო შტაბი შეეცდება, რომ გუნდმა ის შემტევი და მერძოლი ფეხბურთი ითამაშოს, როგორიც ასე უყვართ პარიზელ გულშემატკივრებს“, – განაცხადა პსჟ-ს არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა.