პოჩეტინო - ვიდეოგამეორებით მოგებული თამაში არ მჭირდება
პოჩეტინო - ვიდეოგამეორებით მოგებული თამაში არ მჭირდება

ინგლისის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „ტოტენჰემმა“ მინიმალური ანგარიშით დაარამცხა თანაქალაქელი „ჩელსი“, მასპინძელთა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ვიდეოგამეორებით მოგებული თამაში არ სურს.

უემბლის სტადიონზე გამართული მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 26-ე წუთზე გავიდა. ჰარი კეინი მეკარე კეპა არასაბალაგასთან პირისპირ აღმოჩნდა, გვერდიც აუარა მას, თუმცა, სანამ დარტყმას მოასწრებდა, გოლკიპერმა ის მოცელა.

მთავარმა მსაჯმა ვიდეოგამეორება დაიზმარა, რათა დაედგინა, იმყოფებოდა თუ არა ჰარი კეინი თამაშგარე მდგომარეობაში ხსენებულ მომენტამდე. ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ კეინი სწორ პოზიციაში იყო და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად აქცია გოლად.

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ „ჩელსიმ“ ზემოხსენებული მომენტის სხვა კადრი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კეინი თამაშგარე მდგომარეობაშია.

„მე არ მომწონს ვიდეოგამეორება და ვთვლი, რომ არც არავის მოსწონს. დღეს მან ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედა და ეს სასიამოვნოა, მაგრამ სხვა დროს ასე არ იქნება. ასე მოგება არ მჭირდება“, – განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.