პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება. არგენტინელმა სპეციალისტმა უკვე მოითხოვა ნეიმარისთვის და მბაპესთვის კონტრაქტების გახანგრძლივება და იანვარში ახალი ფეხბურთელების დამატებასაც გეგმავს. სიაში მისი ყოფილი გუნდის მოთამაშეები დელე ალი და უგო ლორისიც არიან.

დელე ალი, თუ მისი სათამაშო დროიდან ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ მოურინიოს გეგმებში და სათამაშო სქემაში არ ჯდება. შესაბამისად, თავად ფეხბურთელსაც სურს სხვა გუნდში გადასვლა. თანაც პსჟ უკვე დიდი ხანია ინგლისელი ნახევარმცველის დამატებას ცდილობს, პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ კი ეს ტრანსფერი უფრო რეალური გახდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, „დეილი მეილის“ ცნობით, „ტოტენჰემს“ მაინც არ სურს ალის გუნდიდან გაშვება.

რაც შეეხება ლორისს, ლონდონური კლუბი მზადაა გაუშვას ფრანგი მეკარე, რადგან ახლოს არის ახალი მეკარის შეძენასთან. მთავარი კანდიდატი „ვესტ-ბრომვიჩის“ სემ ჯონსტონია, მეორე ვარიანტად კი „მანჩესტერის“ სათადარიგო მეკარეს, დინ ჰენდერსონს განიხილავენ.