პოჩეტინო – „პარი სენ-ჟერმენთან“ საკუთარი მომავალი არ განმიხილავს #1TVSPORT

14:09, 04.04.2022

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი არ გეგმავს, რომ პარიზული კლუბი ვადაზე ადრე დატოვოს,  – იუწყება ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და არგენტინელი სპეციალისტის სიტყვები მოჰყავს:

„ პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და კლუბის ხელმძღვანელობასთან საკუთარი მომავალი ჯერ არ განმიხილავს. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ“, – ამბობს პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელი.

პრესაში ხშირად იწრება, რომ პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ მწვრთნელად მოიაზრება. თუმცა, როგორც ჩანს, პსჟ-სთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა, არც პარიზელთა ინტერესებში შედის და არც – არგენტინელი სპეციალისტის.

მსგავსი