პოჩეტინო - „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოკვეთილი ფავორიტები არიან, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ჩავერთოთ
პოჩეტინო - „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოკვეთილი ფავორიტები არიან, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ჩავერთოთ

ინგლისის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლონდონის „ტოტენჰემმა“. მაურიციო პოჩეტინოს გუნდმა „გუდისონ პარკზე“ „ევერტონს“ დიდი ანგარიშით – 6-2 სძლია. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ჰოთსპური“ 42 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზე მყოფ „სიტისთან“ ლონდონელებს ორი ქულა აშორებთ. ლიდერ „ლივერპულთან“ კი ექვსი ქულა.

„ევერტონთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პოჩეტინომ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი შეეცდება 1961 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. არგენტინელი სპეციალისტი თვლის რომ პრემიერ ლიგის მოგების გამოკვეთილი ფავორიტები სწორედ ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები არიან, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლას „ტოტენჰემი“ უკანასკნელ ტურამდე განაგრძობს. პოჩეტინოს გუნდი ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, პლეი ოფში, 16 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებს. „ტოტენჰემი“ ასევე „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში არის გასული, სადაც მისი მეტოქე თანაქალაქელი „ჩელსი” იქნება.

„ოთხ ტურნირზე ერთად წარმატების მიღწევა ურთულესია, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“- განაცხადა პოჩეტინომ.