პოჩეტინო - იმედი გვაქვს, ჰარი კეინი ფინალში დაგვეხმარება
პოჩეტინო - იმედი გვაქვს, ჰარი კეინი ფინალში დაგვეხმარება

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ ჰარი კეინი ჯერ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ფეხბურთელი ფინალში გუნდს რაიმე სახით მაინც დაეხმარება.

„იმედი გვაქვს, რომ ის დაგვეხმარება. თუ ეს სასტარტო შემადგენლობიდან არ მოხდა, შეიძლება სათადარიგოთა სკამიდან მოხდეს ან სულაც გასახდელში. მას გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია. თავად თვლის, რომ მზად არის, მაგრამ ფეხბურთელი ყოველთვის ასეა, ის თვლის, რომ კარგადაა და თამაში შეუძლია, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ექიმებზეა. ისინი ისეთ რაღაცას ხედავენ, რასაც თავად ფეხბურთელი ვერ ამჩნევს“, – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი ესპანურ რადიო „კადენა კოპესთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 1 ივნისს მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება, „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.