პოჩეტინო – „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია

14:41, 01.10.2018
HUDDERSFIELD, ENGLAND - SEPTEMBER 29: Mauricio Pochettino the Manager of Tottenham Hotspur during the Premier League match between Huddersfield Town and Tottenham Hotspur at John Smith's Stadium on September 29, 2018 in Huddersfield, United Kingdom. (Photo by Ben Early/Getty Images)

ინგლისური კლუბის, ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მატჩის წინ განაცხადა, რომ არასდროს გაწვრთნიდა კატალონიურ გრანდს.

„მე ბევრი მეგობარი მყავს „ბარსელონაში“. პატივს ვცემ ამ კლუბს, მაგრამ მე და „ბარსელონა“ სხვადასხვა გზებით და ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებით მივდივართ. ვერც წარმომიდგენია, რომ ოდესმე მათი თავკაცი გავხდები. მე დღემდე „ესპანიოლის“ გულშემატკივარი ვარ.“ – თქვა პოჩეტინომ Goal.com-თან.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინო 2009-2012 წლებში „ესპანიოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც ასევე კატალონიური კლუბი და „ბარსელობას“ პრინციპული მეტოქეა.

მსგავსი