პოჩეტინო - ახალი სტადიონი წლის ბოლომდე გაიხსნება
პოჩეტინო - ახალი სტადიონი წლის ბოლომდე გაიხსნება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, კლუბის ახალი საშინაო არენა წლის ბოლომდე მზად იქნება და ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. „დეზების“ ახალი, 850 მილიონიანი სტადიონი 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ სამუშაოები შეჩერებულია და მომავალი – გაურკვეველი.

„დარწმუნებული ვარ, რომ წელს მოესწრება. დენიელ ლევისთან (კლუბის თავმჯდომარე) პირადი საუბარი მქონდა და ვიცი, რომ ინტენსიურად მუშაობენ. იმედი მაქვს, რომ შობამდე ახალ სტადიონზე აუცილებლად ვითამაშებთ. ეს ჩემი სურვილია და ვიცი, რომ ყველასთვის უზარმაზარი ბიძგი იქნება“, – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

ამასობაში, „ტოტენჰემი“ მომდევნო საშინაო მატჩს თავისთვის უჩვეულო გარემოში, „მილტონ კინსზე“ გამართავს და ლიგის თასის (კარაბაოს თასი) მესამე რაუნდში „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.