პლუს სამი მეტოქე - „დინამო“ „ზორიასაც“ შეხვდება
პლუს სამი მეტოქე - „დინამო“ „ზორიასაც“ შეხვდება

დაანონსებული 5 მეტოქის გარდა, თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისის“ კიდევ 3 სპარინგ-პარტნიორი გაირკვა, – ინფორმაციას კლუბის ვებ გვერდი ავრცელებს.

საქართველოს ჩემპიონი 4 თებერვალს ბულგარულ გუნდს, რაზგრადისლუდოგორეცს“ შეხვდება, 6 თებერვალს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ლუგანსკის „ზორიასთან“ ითამაშებს და შეკრებას 11 თებერვალს ასევე უკრაინულ „ვერესთან“ მატჩით დაასრულებს.

აქამდე ხუთი მეტოქიდან მხოლოდ ორი იყო ცნობილი – „დინამო“ 1 თებერვალს კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 8 თებერვალს – რუსული პრემიერლიგის „სოჩის“.

გიორგი ნემსაძის გუნდი დღეს მორიგ მატჩს კიევის „დინამოსთან“ გამართავს – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.