პლუს აბურჯანია და კუხიანიძე - ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ გიორბელიძეა ჩამოსასვლელი #1TVSPORT
პლუს აბურჯანია და კუხიანიძე - ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ გიორბელიძეა ჩამოსასვლელი #1TVSPORT

ვილი სანიოლის გამოძახებული ფეხბურთელებიდან თითქმის ყველა თბილისშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. სულ შეკრებაზე 25 ფეხბურთელია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, გურამ გიორბელიძე ეროვნულ ნაკრებს 31 მაისს შეურთდება. ქართველი მცველი 30 მაისს ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან“ ერთად უეფა-ს კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.

ეროვნულ გუნდს დღევანდელ ვარჯიშზე ესპანური „კარტახენას“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია და წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე შეუერთდნენ. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გასვლაზე გამართავს – 2 ივნისს რუმინეთს პლოეშტში ესტუმრება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს ენსხედეში შეხვდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.