პლესნოის სამი ოქროს მედალი და ევროპის ოთხი რეკორდი

20:17, 25.10.2019

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო და სამივე დისციპლინაში ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ატაცში 168/173 დაძლია და შემდეგ აკვრაშიც ბრწყინვალე იყო, სადაც 200/208/215 კილოგრამი დაიმორჩილა და ორივე დისციპლინაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ოქროს მედლით დაასრულა ორჭიდიც, სადაც თავი 388 კილოგრამს მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდი დაამყარა.

მსგავსი