პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა უმაყურებლოდ - საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დასაჯეს #1TVSPORT
პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა უმაყურებლოდ - საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დასაჯეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დასჯილია და პლეიოფის განმეორებით შეხვედრას უმაყურებლოდ გამართავს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის მატჩი „რუსთავსა“ და „გარეჯს“ შორის სტუმრების გამარჯვებით დასრულლდა – 2:3. რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 27 ნოემბერს გამართული მატჩის შემდეგ მეტოქეთა შორის მოხდა ინციდენტი, რის გამოც „რუსთავი“ დასაჯეს.

„ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურში „რუსთავსა“ და „გარეჯს“ შორის გამართული მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს“, – წერია „რუსთავის“ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, პლეიოფის მეორე, გადამწყვეტ მატჩს ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ, „რუსთავი“ მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. შეხვედრა 10 დეკემბერს რუსთავის ტექნიკური ცენტრში გაიმართება და ეროვნული ლიგა 2-ის საგზურის მფლობელი გაირკვევა.