პლეიოფის დაწყების წინ OPTA მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთს ასახელებს #1TVSPORT
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და პლეიოფში გასული გუნდების გამოვლენის შემდეგ, ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ სუპერკომპიუტერის სიმულაციებზე დაყრდნობით მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
გამოთვლების თანახმად, თასის მოგების ყველაზე დიდი ალბათობა (10%-ზე მეტი შანსი) მხოლოდ სამ ნაკრებს აქვს:
საფრანგეთი – 18.7% (ტურნირის მთავარი ფავორიტი)
არგენტინა (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) – 16.3%
ესპანეთი (მოქმედი ევროპის ჩემპიონი) – 13.5%
დანარჩენი გუნდების შანსები საუკეთესო ათეულში ასე ნაწილდება:
ინგლისი — 9.7%
ბრაზილია — 6.5%
ნიდერლანდები – 5.1%
პორტუგალია – 4.7%
გერმანია – 4.4%
კოლუმბია – 3.2%
ნორვეგია – 3.0%
საყურადღებოა ბელგიის ნაკრების მდგომარეობა. ისინი 1.6%-იანი შანსით მხოლოდ მე-15 პოზიციას იკავებენ და რეიტინგში ისეთ ქვეყნებს ჩამორჩებიან, როგორებიცაა: აშშ (2.5%), შვეიცარია (2.2%), მექსიკა (1.8%) და მაროკო (1.6%).