პლეი ოფში ყველაზე მეტი გუნდი ევროპას ჰყავს, ყველაზე ნაკლები – აზიას #1TVSPORT

09:26, 28.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა 32 გუნდი, რომელიც ბრძოლას გააგრძელებს ტიტულისთვის.

პლეი ოფში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ევროპას ეყოლება. უეფა-დან ტურნირში ჩაება 16 გუნდი და 13-მა (შვეიცარია, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ავსტრია, პორტუგალია, ინგლისი, ხორვატია, შვედეთი, ბოსნია) შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა. ვერ გავიდნენ პლეი ოფში შოტლანდია, ჩეხეთი და თურქეთი.

აფრიკის კონფედერაციიდან მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო 10-მა გუნდმა და მხოლოდ ერთი ვერ გავიდა პლეი ოფში – ტუნისი. 1/16 ფინალში არიან: მაროკო, ალჟირი, სენეგალი, განა, ეგვიპტე, კოტ დ’ივუარი, კაბო ვერდე, სამხრეთ აფრიკა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ასევე ერთი დანაკლისი აქვს სამხრეთ ამერიკას – პლეი ოფში ვერ მოხვდა ურუგვაი. დანარჩენი ხუთი ნაკრები 1/16 ფინალშია: ბრაზილია, პარაგვაი, ეკვადორი, არგენტინა და კოლუმბია.

სამი ნაკრები წარმოადგენს პლეი ოფში კონკაკაფ-ს: აშშ, კანადა და მექსიკა. ამ ზონიდან ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს კურასაომ, ჰაიტიმ და პანამამ.

პირველ ეტაპზე ყველაზე ცუდად ითამაშეს აზიურმა გუნდებმა. სტარტი აიღო ცხრა ქვეყანამ და პლეი ოფში გავიდა მხოლოდ ორი: იაპონია და ავსტრალია. გავარდნენ – ირანი, ერაყი, იორდანია, ყატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და უზბეკეთი.

ოკეანეთის ერთადერთი წარმომადგენელი ახალი ზელანდია ვერ გავიდა პლეი ოფში.

მსგავსი