პლეი ოფის ბოლო მონაწილე „მემფისი“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
პლეი ოფის ბოლო მონაწილე „მემფისი“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში პლეი-ინის გათამაშება დასრულდა და გაირკვა პლეი ოფის ბოლო მონაწილე. ეს არის „მემფის გრიზლისი“, რომელმაც ოვერტაიმში დაამარცხა „გოლდენ სტეიტი“.

„მემფისი“ უფრო იმსახურებდა გამარჯვებას. ძირითად დროში „გოლდენ სტეიტი“ მხოლოდ სამჯერ გავიდა წინ – სამივეჯერ პირველ მეოთხედში. დანარჩენი დრო თითქმის სულ წინ „მემფისი“ იყო. ერთხელ სხვაობამ 17 ქულაც კი შეადგინა. თუმცა, მესამე და მეოთხე მეოთხედებში ორი გაქცევით „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქის დაწევა და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა, სადაც „მემფისმა“ 107:109-დან 10:3 გაქცევა მოახერხა და გაიმარჯვა 117:112.

„უორიორზის“ ლიდერმა სტეფ კარიმ 39 ქულა ჩააგდო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, თუმცა მას პარტნიორებმა ვერ აუბეს მხარი – დანარჩენმა „გოლდენ სტეიტმა“ 18-დან მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდო.

„მემფისის“ მხრიდან ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა და მათგან გამორჩეული იყო ჯა მორანტი 35 ქულით.

მაშ ასე, „მემფისი“ გახდა პლეი ოფის ბოლო მონაწილე და პირველ რაუნდში დასავლეთის ჩემპიონთან „იუტასთან“ ითამაშებს.

 

გოლდენ სტეიტი-მემფისი 112:117 (ო) (29:30, 20:32, 24:16, 26:21, 13:18)

გ-ს: კარი (39), უიგინსი (22+10 მოხსნა), გრინი (11+16 მოხსნა+10 პასი), ბეიზმორი (10), ლუნი (3) – სასტარტო; პული (19), მალდერი (4), ტოსკანო-ანდერსონი (4+7 მოხსნა).

: მორანტი (35+6 პასი), ბრუქსი (14), ჯარენ ჯექსონი (10), ვალანჩუნასი (9+12 მოხსნა), ანდერსონი (9+10 მოხსნა+6 პასი) – სასტარტო; ალენი (12), ტილმანი (11+7 მოხსნა), ბეინი (10), მელტონი (5), ჯონსი (2).