„პლაზა დეპორტივა“ - გიორგი მამარდაშვილი მხსნელია #1TVSPORT
„პლაზა დეპორტივა“ - გიორგი მამარდაშვილი მხსნელია #1TVSPORT

„ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს „რაიო ვალეკანოსთან“ ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ბევრი საქმე არ ჰქონია, ამის მიუხედავად, გამოცემა „პლაზა დეპორტივამ“ ქართველი მეკარე საუკეთესოებში დაასახელა.

„მამარდაშვილი – მხსნელი. ქართველს მხოლოდ ორჯერ დაურტყეს, ერთხელ გაუტანეს და ერთხელ გუნდი გადაარჩინა“, – წერს გამოცემა.

გამოცემამ ასევე გამოარჩია გუნდის კაპიტანი გაია და, განსაკუთრებით, ჯასტინ კლუივერტი.

„ნიდერლანდელი საუკეთესო იყო. სცადა, საკუთარ თავზე აიღო თამაში და პასუხისმგებლობა. ის არის ადამიანი, რომელიც ნორმალურ პირობებში „ვალენსიაში“ უნდა დარჩეს“.

აღნიშნულ შეხვედრაში „რაიო ვალეკანომ“ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მაგრამ ამაში ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება – „ღამურების“ დაცვა ჩავარდა და მამარდაშვილთან პირისპირ სანტი კომესანა აღმოჩნდა. სტუმრებს ამის შემდეგ მომენტი მხოლოდ 88-ე წუთზე შეექმნათ და მამარდაშვილმა გუნდი გადაარჩინა.

საერთშორისო პორტალმა, sofascore-მა ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში 6,7 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 6,3 ქულა.