პლატინი გაათავისუფლეს - ლეგენდამ დაკითხვის თემები გაამხილა
პლატინი გაათავისუფლეს - ლეგენდამ დაკითხვის თემები გაამხილა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი თავისუფალია. ლეგენდარული ფრანგი პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ დასაკითხად მიიყვანეს და მოგვიანებით შინ გაუშვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში მოწმის სტატუსით მივედი, უსიამოვნო იყო დაკავების მომენტი. დაკითხვა დიდი ხანი მიმდინარეობდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. მეკითხებოდნენ ევრო 2016-ზე, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყატარის მუნდიალზე, „პარი სენ-ჟერმენზე“, ფიფაზე.

მშვიდად ვარ, რადგან არ მაქვს კავშირი თაღლითებთან“, – განაცხადა პლატინიმ.

63 წლის პლატინი პოლიციამ 18 ივნისს დააკავა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემას ეხება. პლატინი პარიზის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.