პლატინი - დიბალა უფრო მარადონას ჰგავს, ვიდრე მე
პლატინი - დიბალა უფრო მარადონას ჰგავს, ვიდრე მე

„იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ლეგენდას მიშელ პლატინის მიაჩნია, რომ ტურინული კლუბის ფორვარდი პაულო დიბალა უფრო მეტად არა მას, არამედ დიეგო მარადონას ჰგავს. გულშემატკივრები და ჟურნალისტები ხშირად ადარებენ დიბალასა და „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელ პლატინის.

„დიბალას თამაშის სტილი ომარ სოვირის მაგონებს. მაგრამ ის უფრო მეტად მარადონას ჰგავს, ვიდრე მე. არ ვამბობ, რომ მას მარადონას ტალანტი გააჩნია. დიბალას თავისი ტალანტიც სავსებით ყოფნის“, – განაცხადა ფრანგმა გაზეთ „კორიერე დელა სერასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.