PlanetRugby ნიკა ამაშუკელს რაგბის მსოფლიო თასის ფინალის მსაჯობის კანდიდატად ასახელებს #TVSPORT
PlanetRugby ნიკა ამაშუკელს რაგბის მსოფლიო თასის ფინალის მსაჯობის კანდიდატად ასახელებს #TVSPORT

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა PlanetRugby-მ მომავალ მსოფლიოს თასზე ფინალის მსაჯობის შვიდი კანდიდატი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელიც მოხვდა.

აი, რას წერს PlanetRugby ქართველზე.

„სხვა კონკურენტებთან შედარებით, ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ამაშუკელის შანსები, შესაძლოა, არცთუ დიდია, თუმცა ფინალის მსაჯად მისი კანდიდატურის განხილვა სავსებით რეალურია.

ამაშუკელი გამოირჩევა რაგბის სიღრმისეული ცოდნით. იანვარში ვნახეთ მისი ბრწყინვალე გადაწყვეტილება „ქვინზისა“ და „შარკსის“ თამაშის დროს. გამოცდილების მატებასთან ერთად, ის უფრო პროგრესირებს, ასისტენტების გადაწყვეტილებებს პატივს სცემს.

ახლახან საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩში ამაშუკელმა სწორი გადაწყვეტილებით გააძევა მორაგბე. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას ქართველი არბიტრის მუშობა ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, მისი უპირატესობა ისიც არის, რომ ოთხ ენაზე თავისუფლად საუბრობს“.

ნიკა ამაშუკელის გარდა გამოცემამ ფინალის მსაჯთა კანდიდატებად, უეინ ბარნსი (ინგლისი), ბენ ოკიფი (ახალი ზელანდია), ანგუს გარდნერი (ავსტრალია), ლუკ პირსი (ინგლისი), პოლ უილიამსი (ახალი ზელანდია) და მატიო რეინალი (საფრანგეთი) დაასახელა.