planetfootball.com „ტოტენჰემს“ ჩაკვეტაძის აყვანას სთხოვს | „ამ ბიჭმა ქინქლაძე გაგვახსენა“
planetfootball.com „ტოტენჰემს“ ჩაკვეტაძის აყვანას სთხოვს | „ამ ბიჭმა ქინქლაძე გაგვახსენა“

გამოცემა planetfootball.com მიმართავს ინგლისის პრემიერლიგის „ტოტენჰემის“ მენეჯმენტს, რომ ქართველთან კონტრაქტი გააფორმოს.

„გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ახლახანს „ტოტენჰემსა“ და „ბარსელონას“ დაუკავშირეს. ახლა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, როგორ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე ყაზახეთთან, ჩვენ ახლა ძალიან გვინდა, რომ ის ინგლისში ვიხილოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ბრიტანეთში პირდაპირ ეთერში უყუროთ. ამიტომ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ჩაკვეტაძის მასტერკლასის ნახვის შანსი მოგვეცა” – წერს გამოცემა.

planetfootball.com დარწმუნებულია, ჩაკვეტაძის სტილის მოთამაშე ინგლისის პრემიერლიგას მოუხდება – „ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაკვეტაძეს ვუყურებდით და ძნელი იყო პრემიერლიგაში ნათამაშები ქართველი არ გავიხსენოთ – გიორგი ქინქლაძე. მიხვდებით, რომ ქართველი ზუსტად ის ფეხბურთელია, რაც არ ვიცოდით რომ გვაკლდა, მაგრამ ცალსახად გვაკლია. ალბათ, ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ჩაკვეტაძე „ტოტენჰემში“ ჩაირიცხება. მაგრამ თუ კონტრაქტს ხელს მოაწერს, ის თითქმის აუცილებლად გახდება პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოთამაშე. ახლა აიძულეთ მას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას“, – წერს გამოცემა.