„პიტსბურგისა“ და „ვანკუვერის“ შეხვედრაში 14 შაიბა გავიდა (ვიდეო)

ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში (NHL) უჩვეულოდ შედეგიანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს „პიტსბურგი“ და “ვანკუვერი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი მასპინძლების, „პინგვინების“ სასარგებლოდ, ანგარიშით 8:6 დასრულდა. ამ შეხვედრაში „პიტსბურგმა“ პატარა სასწაულის მოხდენა მოახერხა: მას შემდეგ, რაც მესამე პერიოდის მეშვიდე წუთისთვის კანადურ კლუბთან ანგარიშით 3:6 მარცხდებოდნენ, მასპინძლებმა შეძლეს და 13 წუთში მეტოქის კარში ხუთი უპასუხო შაიბა გაიტანეს. მატჩის და დღის საუკეთესო მოთამაშე „პიტსბურგის“ რუსი თავდამსხმელი ევგენი მალკინი გახდა, რომელმაც სამი შაიბის გატანა და ორი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ „პიტსბურგი“ მეოთხე ადგილზეა, ხოლო 26 მატჩის შემდეგ დასავლეთში „ვანკუვერი“ მეშვიდეზე.