პიტერ სიიარტო - ტრამპის წყალობით, ბოლოსდაბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე
პიტერ სიიარტო - ტრამპის წყალობით, ბოლოსდაბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„ჩვენ სამ წელზე მეტია, ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით, ბოლოსდაბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე“, – წერს პიტერ სიიარტო.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.