პიტერ სიიარტო - ჩვენი ინიციატივაა, მოვიწვიოთ საქართველო ნატო-ში, რათა ამ გზით სამოქმედო გეგმა აქტიურ ფაზაში გადავიდეს
პიტერ სიიარტო - ჩვენი ინიციატივაა, მოვიწვიოთ საქართველო ნატო-ში, რათა ამ გზით სამოქმედო გეგმა აქტიურ ფაზაში გადავიდეს

აქ ყველა ლაპარაკობს საქართველოს მხარდაჭერაზე, თუმცა, როდესაც რეალურად ვსვამთ შეკითხვას, რატომ არ მივდივართ წინ, ენთუზიაზმი ეცემა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ს ავღანეთის მისიაში ნომერი პირველი კონტრიბუტორია.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობაზე, ჩვენი შეკითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია -რას ველოდებით საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო არის ნომერი პირველი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ეს არის საკმაოდ ნათელი სიგნალი. ჩვენი ინიციატივაა, მოვიწვიოთ საქართველო ნატო-ში, რათა ამ გზით სამოქმედო გეგმა აქტიურ ფაზაში გადავიდეს. აქ ყველა ლაპარაკობს საქართველოს მხარდაჭერაზე, თუმცა როდესაც რეალურად ვსვამთ შეკითხვას, თუ რატომ არ მივდივართ წინ, ენთუზიაზმი ეცემა. ასე რომ დღეს წამოვჭრი კითხვას, სხვა რა მტკიცებულებებს ველოდებით საქართველოსგან“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.