პიტერ იანი - მერაბ დვალიშვილთან პირველი შეხვედრის დროს ნახევარი ძალით შემეძლო ბრძოლა #1TVSPORT
პიტერ იანი - მერაბ დვალიშვილთან პირველი შეხვედრის დროს ნახევარი ძალით შემეძლო ბრძოლა #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიტერ იანმა MMA-ს ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემაში მერაბ დვალიშვილთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და მასთან გამართული პირველი ბრძოლაც გაიხსენა.

„ჩემს შანსს ველოდები და მზად ვარ, დეკემბერში ვიბრძოლო. მჯერა, რომ მაყურებელი ჩვენ შორის დიდებულ შეხვედრას იხილავს. მერაბ დვალიშვილთან წინა შეხვედრის დროს ნახევარი ძალით ვიბრძოდი ტრავმის გამო, ახლა კი სხვა რამ გველის“, – განაცხადა იანმა.

დვალიშვილისა და რუსი მებრძოლის პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში შედგა, ქართველმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მას შემდეგ 34 წლის მებრძოლმა კიდევ ხუთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი მოიპოვა და სამჯერ დაიცვა.

კორი სენდჰეგენთან წარმატების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ პიტერ იანი კარგ ფორმაშია და მასთან მეორე ბრძოლა შეიძლება შედგეს.