პიტ ჰეგსეტი - სამი ღამის წინ​ ვნახეთ, რომ თითქმის 200 გამორჩეული ამერიკელი კარაკასის ცენტრში შევიდა, ბრალდებული პირი დავიჭირეთ, თუმცა არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა
პიტ ჰეგსეტი - სამი ღამის წინ​ ვნახეთ, რომ თითქმის 200 გამორჩეული ამერიკელი კარაკასის ცენტრში შევიდა, ბრალდებული პირი დავიჭირეთ, თუმცა არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ჩაძირავს ნარკოტიკების გადამზიდავ ყველა გემს, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იმოძრავებს.

„ნარკოტიკების გადატანა შეერთებულ შტატებში ამერიკელი ხალხის მოსაწამლად. ჩვენ აღარ ვთამაშობთ „დაიჭირე და გაათავისუფლეს“ თამაშს. ესენი არიან უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები, ჩვენი ნახევარსფეროს „ალ ქაიდა“ და ჩვენ ჩავძირავთ ნარკოტიკების გადამზიდავ ყველა გემს, რომელიც ჩვენი მიმართულებით წამოვა, აღვადგენთ შეკავების მექანიზმს. ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, საიდანაც წინა ადმინისტრაციის დროს ჩვენთვის უცნობ ადამიანებს შემოჭრის საშუალება ჰქონდათ, შვიდი თვის განმავლობაში ნულოვანი გადმოკვეთა დაფიქსირდა. ქვეყანა, რომელიც არ არის სუვერენული, არ არის ქვეყანა, რომელიც აღადგენს შეკავების მექანიზმს. სამი ღამის წინ ვენესუელაში, კარაკასის ცენტრში ვნახეთ, რომ თითქმის 200 გამორჩეული ამერიკელი კარაკასის ცენტრში შევიდა, ვნახეთ, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა, არა? კარაკასის ცენტრში ბრალდებული პირი დავიჭირეთ, თუმცა არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.