პიტ ჰეგსეტი – აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

01:23, 25.08.2026

აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მათ შორის, ჰორმუზის სრუტეში ან ირანის ტერიტორიაზე.

„არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დარტყმებს ჰორმუზის სრუტის ნებისმიერ მონაკვეთში ან ირანის გარშემო“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ირანი ვერ გაუძლებს იმ ეკონომიკურ ზეწოლას, რომელსაც აშშ მის წინააღმდეგ ახორციელებს.

„ირანს არ შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკურ ზეწოლას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

მსგავსი