„პისტონსი“ ვაშინგტონთან დამარცხდა - ფაჩულიამ ძირითადში დაიწყო [ვიდეო]
„პისტონსი“ ვაშინგტონთან დამარცხდა - ფაჩულიამ ძირითადში დაიწყო [ვიდეო]

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსი“ NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 87-101.

ქართველი ცენტრი ადრე დრამონდის არ ყოფნაში ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე გატარებულ არასრულ 24 წუთში 4 ქულას, 3 მოხსნას და თითო ჩაჭრა-დაფარებას მოუყარა თავი. დეტროიტელთა შორის საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

„ვიზარდსს“ 20 ქულით და 12 მოხსნით ტრევორ არიზამ ულიდერა. 11 ქულიTა და 12 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ახალგაზრდა ტომას ბრაიანტს. ამ მატჩის შემდეგ, ორივე გუნდს 20 გამარჯვება და 26 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე-მეათე ადგილებზე იმყოფებიან.