პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურქეთია – 2:0.
მატჩის წინ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ეროვნული გუნდიდან ნიკა კვეკვესკირი გააცილეს, რომელმაც ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა.
შეხვედრაში პირველი გოლი მულდერმა მე-3 წუთზე გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი აქთურქოღლუმ ანგარიში ორამდე გაზარდა.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებიც თამაშობენ.
მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ პირველ ადგილზე გასული გუნდი გადის, ხოლო მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.