პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო“ „გაბალას“ მინიმალური ანგარიშით ამარცხებს [ვიდეო]

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ „გაბალას“ სტუმრობს და პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშით 1:0 ამარცხებს.

ქართული კლუბი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სტატისტიკურ მაჩვენებელში ფლობდა უპირატესობას, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშზეც აისახა.

ტაიმის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ლევან კუტალიამ თავური დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა მას იაშვილმა გაუკეთა. 44-ე წუთზე კუტალიას დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

დაპირისპირების მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.