პირველი ტაიმის შემდეგ, „არარატ-არმენია“ „საბურთალოს“ მინიმალური ანგარიშით ამარცხებს
პირველი ტაიმის შემდეგ, „არარატ-არმენია“ „საბურთალოს“ მინიმალური ანგარიშით ამარცხებს

ერევანში ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მიმდინარეობს – „არარატ-არმენია“ „საბურთალოს“ მასპინძლობს.

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩის პირველი ტაიმი დაძაბულად მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ გეგა დიასამიძეს და ანტონ კობიალკოს, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.

სომხების უპირატესობა მე-20 წუთიდან გამოიკვეთა, „საბურთალო“ კი ბურთის გაგორებას ვერ ახერხებდა. 31-ე წუთზე მასპინძლებმა მიზანს მაიღწიეს, შეტევა კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ანტონ კობიალკომ დააგვირგვინა – 1:0.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით დაპირისპირებას 13 აგვისტოს თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს. ამ გუნდებში გამარჯვებულის მეტოქე ევროპალიგის პლეიოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „კალიუს“ წყვილის საუკეთესო იქნება.