პირველი ქართველი მონაწილე „იქსტრიმ იქს-ელ ლაგარესზე“ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ჰარდ ენდურო მოტომრბოლელია, რომელიც „იქსტრიმ იქს-ელ ლაგარესზე“ (Extreme XL Lagares) მიიღებს მონაწილეობს.

„იქსტრიმ იქს-ელ ლაგარეს“ რვა-ცხრა მაისს, პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში გაიმართება. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს განსხვავებული დაბრკოლებების გადალახვა და საკუთარი ძალების გამოცდა მოუწევთ. რვა მაისს მონაწილეები პირველად, მაგრამ ნაწილობრივ გაეცნობიან იმ სირთულეებს, რომელსაც ცხრა მაისს გადალახავენ. შეჯიბრების ბოლო, მთავარ დღეს მათ მდინარე ლაგარეს კალაპოტებში 40 კმ-ს გავლა მოუწევთ.

შეჯიბრება „ჰარდ ენდუროში მსოფლიო ჩემპიონატის“ (FIM Hard Enduro World Championship) ერთ-ერთი ეტაპია. „იქსტრიმ იქს-ელ ლაგარესზე“ დაგროვილი ქულები სპორტსმენის რეიტინგს განსაზღვრავს.

20 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი მონაწილეა, რომელიც ამ შეჯიბრებაში პროფესიონალთა კლასში იასპარესებს და ასევე, პირველი ქართველია, ვისაც FIM (Fédération Internationale de Motocyclisme)-ის ლიცენზია მიენიჭა.

შეჯიბრებაში 440-მდე რაიდერი მონაწილეობს.

„იქსტრიმ იქს-ელ ლაგარესის“ შემაჯამებელი ვიდეოების ხილვა შესაძლებელია „რედ ბულ TV“-ზე (Red Bull TV).