პირველი მოგება ჩემპიონთა ლიგაზე – კიტეიშვილის „შტურმმა“ „ჟირონა“ დაამარცხა #1TVSPORT

23:50, 27.11.2024

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლა და გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ავსტრიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო, მან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 7,0 შეფასება დაიმსახურა.

„შტურმმა“ მიზანს შესვენების შემდეგ მიაღწია – 59-ე წუთზე გარცელების მიერ განვითარებული შეტევა მიკა ბირითმა დააგვირგვინა და ავსტრიელები დააწინაურა.

„ჟირონას“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი