პირველი მატჩი ომის დაწყებიდან - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა #1TVSPORT
პირველი მატჩი ომის დაწყებიდან - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა #1TVSPORT

გლაზგოში, „ჰემპდენ პარკის“ სტადიონზე შოტლანდიის ნაკრებმა უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

ეს იყო ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ნაკრების პირველი მატჩი და ცხდია, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ სპორტული დატვირთვა არ ჰქონდა.

უკრაინელებმა შეძლეს და მსოფლიოს 2022 წლის პლეი ოფის ნახევარფინალშო შოტლანდიელები საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 1:3.

გოლები იარმოლენკომ, იარემჩუკმა და დოვბიკმა გაიტანეს, შოტლანდიელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი მაკგრეგორი გახდა.

ეს მატჩი 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის გამო გადაიდო.

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში უკრაინის ეროვნული გუნდი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი