ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივის” თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი მოედანს დაუბრუნდა.
ლევან კორღალიძემ 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე „სპაერის” წინააღმდეგ, წლის პირველი ტესტ-მატჩის დროს შეიყვანა. გავაშელიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და საკმაოდ ნორმალურად ითამაშა.
ეს დღეს საგურამოში, „ლოკომოტივის” საწვრთნელ შეკრებაზე გამართულ შეხვედრაში მოხდა – თბილისელებს წლის პირველი ტესტ-მატჩში ლიგა 3-ის „სპაერი” დაუპირისპირდა. გიორგი იაკობიძისა და ირაკლი სიხარულიძის გოლებით, „ლოკომოტივმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა.
გავაშელიშვილი შარშან, იანვარში, გუნდთან ერთად თურქეთში ემზადებოდა, როდესაც გამოკვლევების დროს მძიმე სენი აღმოაჩნდა. თურქეთში იმკურნალა, საბედნიეროდ, სენი დაამარცხა და სრულად გამოჯანმრთელებულს ექიმებმა მოდანზე დაბრუნების და თამაშის უფლება დართეს.