პირველი მარცხი ახალ სეზონში - „პარი სენ-ჟერმენს“ „რენმა“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა #1TVSPORT
პირველი მარცხი ახალ სეზონში - „პარი სენ-ჟერმენს“ „რენმა“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა #1TVSPORT

პლანეტის ყველაზე „ვარსკვლავურმა“ საფეხბურთო კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალ სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

საფრანგეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში პარიზული გრანდი „რენს“ ესტუმრა და შეხვედრა სენსაციური შედეგით დაასრულა – 2:0.

„რენმა“ პსჟ-ს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ყველასთვის მოულოდნელად დაპირისპირების აშკარა აუტსაიდერმა სამი ქულა მოიპოვა, პარიზელებმა კი ახალ სეზონში პირველი უქულო მატჩი ითამაშეს.

მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს მესიმ და მბაპემ. ნეიმარი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მეორე ტაიმში შეცვალეს.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად კვლავ პსჟ ლიდერობს, დღევანდელი მატჩის გმირი „რენი“ კი მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.