პირველი გოლი „კოლოსში“ - კოვალივკელებს სიჭინავამ მოაგებინა #1TVSPORT
პირველი გოლი „კოლოსში“ - კოვალივკელებს სიჭინავამ მოაგებინა #1TVSPORT

ნიკა სიჭინავამ კოვალივკასკოლოსში“ გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, რითაც გუნდს უკრაინის პრემიერ ლიგის შეხვედრა მოაგებინა.

ეს უკრაინის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მოხდა, სადაც კოვალივკას „კოლოსი“ ჩერნიგოვშიდესნას“ ესტუმრა. ნიკა სიჭინავა სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, ანგარიში კი ზუსტად 10 წუთში გახსნა და როგორც გაირკვა, „კოლოსს“ 3 ქულა მოუტანა – 0:1 .

სიჭინავამ „კოლოსში“ მე-15 მატჩი ჩაატარა და აქამდე 2 საგოლე გადაცემა ჰქონდა ანგარიშზე, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლოს თავი მაისში გამოიჩინა, როდესაც ჯერ კიდევ „ინგულეცში“ თამაშობდა.

კოვალევკას გუნდში გადასვლამდე ნიკა სიჭინავა „ინგულეცში“ უკრაინის პირველი ლიგის მოთაამშედ დაასახელეს. გასული სეზონი პრემიერლიგაში დაწინაურებულ გუნდშიც კარგად ჩაატარა და მისით საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაინტერესდა. თუმცა სიჭინავამ არჩევანი პრემიერ ლიგის „კოლოსზე“ შეაჩერა და ახალ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს გააფორმა.