პირველი გოლი და საგოლე „ლეგიაში“ - გვილია პოლონელებს მოგებაში დაეხმარა (ვიდეო)
ვაკო გვილიამ თავის ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა – ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ახალწვეულმა თავი ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის „პრიბრამთან“ გამოიჩინა.
ვარშავის „ლეგია“ სეზონისთვის ავსტრიის მთიან რეგიონში ემზადება და პირველი ამხანაგური თამაში გამართა. საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი „ლეგიაში“ მეორე ნახევარში გამოჩნდა და კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, ძალიან აქტიური იყო. 59-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი თავზე გადაუგდო და ეფექტური გოლი გაიტანა, ხოლო 78-ეზე საგოლე გადაცემა შეასრულა.
„მე -60 წუთზე, უკვე 4:0 იყო. ვალერიან გვილიამ ვამარე სანოგოსთან ბურთი გაუთამაშა და მისი გადაცემით ისარგებლა. საერთოდ, ქართველი ძალიან აქტიური იყო და შემდეგ ორ მწვავე შეტევაში მონაწილეობდა. თავდაპირველად მან სახიფათო პოზიციიდან საჯარიმო შეასრულა, მაგრამ მეკარემ გუნდი გადაარჩინა. მოგვიანებით, ინაკი ასტიზმა „პრიბრამის“ კარი მეხუთედ კუთხურის გათამაშების შემდეგ აიღო, სტანდარტი კი გვილიამ შეასრულა“ – წერს „ლეგიას“ ოფიციალუური გვერდი.