პირველი გამოშვება დასრულდა - ევრო 2023-სთვის სტიუარდთა შერჩევა გრძელდება #1TVSPORT
პირველი გამოშვება დასრულდა - ევრო 2023-სთვის სტიუარდთა შერჩევა გრძელდება #1TVSPORT

საქართველოში დაგეგმილი 21-წლამდელთა ევრო 2023-სთვის (ევროპის ჩემპიონატი) სტიუარდთა შერჩევის პროგრამის პირველი გამოშვება დასრულდა. კურსები სასტუმრო „მოხალისეში“ ტარდებოდა და სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია უეფა-ს სასწავლო პროგრამის მიხედვით მიეწოდათ.

სემინარის დასრულების შემდეგ სასწავლო პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა. შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში.

ამას გარდა, სტიუარდები გახდებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან, მათი სამსახური კი ანაზღაურებადია.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოსთან ერთად რუმინეთი უმასპინძლებს. მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო ფინალი – ბათუმში.