პირველი გამარჯვება შეკრებაზე - თბილისის „დინამომ“ „ვალმიერა“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ლატვიის ვირსლიგის გუნდი „ვალმიერა“ 2:0 დაამარცხა.
სანამ უშუალოდ თამაშს შევეხებით – წინა შეხვედრები თბილისელთა მეკარემ, გიორგი ლორიამ ტრავმის გამო გამოტოვა და ის გუნდს მიმდინარე შეკრებაზე ვერ დაეხმარება.
ქალაქ სიდეში გამართულ მატჩამდე საქართველოს ვიცე-ჩემპიონს გამარჯვება არ ჰქონდა. „დინამო“ „ვალმიერასთან“ ახალგაზრდა ვახტანგ სალიამ დააწინაურა, დავით სხირტლაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისი“: ბერუაშვილი, აკპუჯე, კალანდაძე, მაისურაძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, საიმონი, რომანოვსკი, ლომთაძე, აკილა, სალია.
თბილისური გუნდი მომდევნო ამხანაგურ თამაშს 13 თებერვალს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ყველაზე ტიტულოვან უკრაინულ კლუბს, კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება.