პირველი გამარჯვება სეზონში - თბილისურ დერბიში „ლოკომოტივმა“ მოიგო #1TVSPORT
პირველი გამარჯვება სეზონში - თბილისურ დერბიში „ლოკომოტივმა“ მოიგო #1TVSPORT

საგურამოს „ლოკო-არენამ“ თბილისურ დერბს უმასპინძლა – „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები და გამარჯვება მოიპოვა.

საბურთალომ“ პირველად ითამაშა ახალი მთავარი მწვრთნელის, ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი ჭიაბრიშვილმა გახსნა. „საბურთალოს“ აღზრდილმა ყოფილი გუნდის კარი 22-ე წუთზე აიღო და „ლოკომოტივი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ „ლოკომოტივმა“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 56-ე წუთზე ბექა დარცმელიას შესრულებული ჯარიმის შემდეგ ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდი გამარჯვებას მიუახლოვა.

„საბურთალოს“ თამაშის გადარჩენის შანსი 76-ე წუთზე დაუბრუნდა. ირაკლი სიხარულიძეს გადაცემით ჟულიუ ვინისიუსმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს.

ლოკომოტივმა“ 2:1 მოიგო და ეს გუნდისთვის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები და პირველი გამარჯვება იყო, ამის მიუხედავად, გუნდი ბოლო, მე-10 ადგილზეა. „საბურთალო“ 23 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა, მაგრამ ლიდერებს უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩა.