პირველი გამარჯვება პარიზის მასტერსზე - ჯოკოვიჩმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხა #1TVSPORT
პირველი გამარჯვება პარიზის მასტერსზე - ჯოკოვიჩმა მეტოქე სამ სეტში დაამარცხა #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე ATP-ის მასტერსზე, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. სერბის მეტოქე რეიტინგის მე-40 ნომერი მარტონ ფუჩოვიჩი გახლდათ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში ანგარიშით 6:2 4:6 6:3 გაიმარჯვა. სერბი მერვედფინალში ფრანგების – გაელ მონფილსსა და ადრიან მანარინოს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის მასტერსზე მონაწილეობა მიიღო ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც გათამაშების პირველსავე წრეში დამარცხდა. ტურნირის ფინალი რვა ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.