პირველი ფოტო - როგორი იქნება „ფორმულა 1“-ის 2021 წლის ბოლიდის დიზაინი
პირველი ფოტო - როგორი იქნება „ფორმულა 1“-ის 2021 წლის ბოლიდის დიზაინი

„ფორმულა 1“-ის მიმდინარე სეზონის მეთხუთმეტე გრან-პრის წინ სინგაპურში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც სამეფო რბოლების მომავალს მიეძღვნა. კონფერენციის ძირითადი ნაწილი 2021 წლის რეგლამენტის ცვლილებებს უკავშირდებოდა.

„ფორმულა 1“-ის სპორტული დირექტორის როს ბრაუნის გამოსვლის დროს ერთ-ერთ სლაიდზე გამოჩნდა, თუ როგორი იქნება 2021 წლის ბოლიდები. მართალია, კონფერენცია დახურული იყო, მაგრამ სლაიდის ფოტო ინტერნეტში მაინც გავრცელდა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს დიზაინის საბოლოო ვერსია. როგორც ცნობილია „ფორმულა 1“-ის მფლობელი „ლიბერთი მედია“ ჯერ კიდევ აგრძელებს მუშაობას გუნდებთან 2021 წლის გეგმებზე.

დატოვე კომენტარი