პირველი დუბლი პოლონეთში - „კორონამ“ არველაძის გოლებით ვერ ისარგებლა
პირველი დუბლი პოლონეთში - „კორონამ“ არველაძის გოლებით ვერ ისარგებლა

ვატო არველაძემ კიელჩეს „კორონაში“ პირველი დუბლი შეასრულა – პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში ქართველის გუნდმა კრაკოვის „ვისლა“ მიიღო. საშემოდგომო ეტაპისგან განსხვავებით, მეორე წრიდან არველაძეს ძირითად შემადგენლობაში აყენებენ და მან ეს ნდობა გაამართლა – ბოლო სამ ტურში სამი გოლი გაიტანა. ამჯერადაც, მან თამაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სრულად ითამაშა და 67-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც მთავარია, არველაძის გოლებით „კორონა“ 2:1-ს იგებდა – მან მე-14 წუთზე საჯარიმო დარტყმით კრაკოველთა კარი პირველად აიღო. მეორედ კი თავი 29-ე წუთზე არანაკლებ ეფექტური თავური დარტყმით გამოიჩინა.

„კორონამ“ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და სატურნირო ცხრილში მეზობელ „ვისლასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 2:6. კიელჩეს გუნდი 25 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-8 ადგილზეა.