პირველი დიდი სენსაცია – ქალთა ტურნირს მეხუთე ნომერი გამოეთიშა | როლან გაროსი 2019

16:08, 26.05.2019

სენსაციით დაიწყო „დიდი სლემის“ მეორე ჩემპიონატი. როლან გაროსის ქალთა ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა გერმანელი ანჟელიკ კერბერი. მან სენსაციურად 73 წუთში წააგო 18 წლის რუსთან ანასტასია პოტაპოვასთან, რომელიც მსოფლიოს 81-ე ნომერია.

საინტერესოა, რომ კერბერს კარიერული „დიდი სლემისთვის“ როლან გაროსის მოგება სჭირდება, მაგრამ პარიზულ ტურნირს ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გამოეთიშა პირველივე წრეში.

გერმანელმა საშინლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – 10 ბრეიკ-პოინტი დაუთმო მეტოქეს და ექვსჯერ დათმო თავისი გეიმი. აღსანიშნავია, რომ პოტაპოვა ამ სეზონში მხოლოდ მეორედ თამაშობდა გრუნტის საფარზე.

აქამდე დასრულებული სხვა მატჩების ანგარიშები:

მარტიჩი (ხორ)-ჟაბორი (ტურ) 6:1, 6:2
მუგურუსა (ესპ, 19)-თაუნსენდი (აშშ) 5:7, 6:2, 6:2
ლარსონი (შვედ)-რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:3, 6:4

მსგავსი