პირველი არხის განცხადება „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩის რეპორტაჟთან დაკავშირებით
პირველი არხის განცხადება „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩის რეპორტაჟთან დაკავშირებით

პირველი არხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტულ ღონისძიებებს და სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა რეპორტაჟის ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვის (ე.წ. Geoblocking) გამო უცხოეთში მცხოვრები მაყურებლის ნაწილმა ვერ შეძლო „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩის ხილვა.

დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ პირველი არხი ფლობს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩების მაუწყებლობის უფლებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ტურნირის ორგანიზატორი „რაგბი ევროპის“ (Rugby Europe) მხრიდან კატეგორიულად ეკრძალება როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სატელიტური სიგნალის გავრცელება, ასევე სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმებზე (1tv.ge, Facebook, YouTube და ა.შ.) ე.წ. სტრიმინგი. შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მაუწყებლობის გავრცელება გამოიწვევს ორგანიზატორი „რაგბი ევროპის“ (Rugby Europe) მხრიდან მკაცრ სანქციებს.

მატჩის ონლაინ ხილვა საქართველოს ფარგლებში შესაძლებელია ჩვენს საიტზე.

ასევე, მატჩის ნახვას ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ის პირები, რომელთა ინტერნეტპროვაიდერები იყენებენ უცხო ქვეყნების IP მისამართებს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მატჩების ინტერნეტ რეპორტაჟების ხილვა კი შესაძლებელია მხოლოდ „რაგბი ევროპის“ ვებგვერდზე (Rugbyeurope.tv).