პირველი არხის ექსკლუზივი – „იბერიაში“ ლევან კორღალიძე გია გეგუჩაძემ შეცვალა #1TVSPORT

19:14, 31.07.2025

ლევან კორღალიძემ „იბერიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. ხოლო ის გია გეგუჩაძემ შეცვალა, ეს უკვე პირველი არხის ინფორმაციაა.

„ევროტურნირების მატჩების კრახით დასრულების შემდეგ „იბერიის“ და ლევან კორღალიძის გზები მესამედ გაიყო. „იბერიამ“ ბოლო 6 მატჩიდან ვერცერთი მოიგო – 5 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა“, – წერია Geo Team-ის ინფორმაციაში.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კორღალიძე გია გეგუჩაძემ შეცვალა, რომელმაც დღეს გუნდი უკვე ავარჯიშა.

მსგავსი