პირველი არხის ექსკლუზივი | „უოტფორდის“ აკადემიის დირექტორი - ჩიქოვანი „დარასელიას თასზე“ გამორჩეული მოთამაშე იყო, „უოტფორდში“ ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
„უოტფორდის“ აკადემიის დირექტორმა და 18-წლამდელების გუნდის მწვრთნელმა, ლოიდ დოილმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისის“ თავდამსხმელის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერზე.
„ჩიქოვანმა გასულ ზაფხულს დარასელიას თასზე „უოტფორდის“ წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა – ის ამ მატჩში გამორჩეული მოთამაშე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ „უოტფორდში“, ჩვენი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდება“, – განაცხადა ლოიდ დოილმა საქართველოს პირველ არხთან.

„უოტფორდი“ ჩიქოვანის ტრანსფერით 2024 წელს, თბილისში გამართული ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშების დროს დაინტერესედა. აღნიშნული ტურნირი (რომელიც პირველმა არხმა გააშუქა) ჩიქოვანმა მაღალ დონეზე ჩაატარა, ხოლო „უოტფორდთან“ მატჩში თავი გოლითაც გამოიჩინა.
ინგლისური კანონებიდან გამომდინარე, ჩიქოვანს ჯერ ბრიტანეთში თამაშის უფლება არ აქვს, იჯარით ბელგიურ „შარლერუაში“ გადავა და, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურებს გაივლის. ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ, არ არის გამორიცხული, სეზონის მეორე ნახევარი „უოტფორდში“ გაატაროს.