პირველადი ტესტირების შემდეგ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დადასტურდა

16:41, 27.06.2020

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონს 30 ივლის განაახლებს. ლიგამ მკაცრი პროტოკოლის თანხლებით დაბრუნების განრიგი უკვე გააჟღერა. სანამ გუნდები ორლანდოში შეიკრიბებიან ლოკაციაზე შესვლამდე ყველა ადამიანი COVID 19-ზე ტესტირებას რამდენჯერმე გაივლის. როგორც ცნობილი ხდება, გუნდებმა პირველადი შემოწმება უკვე გაიარეს.

ტესტირება სულ 302 მოთამაშეს ჩაუტარდა და კორონავირუსი აქედან 16 მათგანს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება და მკურნალობს.

მსგავსი